
ვიმყოფებით აბასთუმანში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, სადაც რამდენიმე წელია სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ის, რომ ინვესტორი მზად არის საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, არათუ აფერხებს, არამედ ბევრად ახალისებს და ამარტივებს,- ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკა ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად მაკრო გამძლეობით გამოირჩევა - ჩვენი არსებული პროგნოზით, წელს დაახლოებით, 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

ეროვნული ბანკი გამოწვევას უმკლავდება - ასევე, ხერხდება, რომ ჩვენი საბანკო სისტემა საქართველოს კანონმდებლობასაც იცავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49% შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
2 ივნისს გაიხსნა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის სამას სამოცდამესამე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივნისს საქართველოში ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემოსული ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.

დღეიდან ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.