gorgia
ავერსი legi

ჰორმუზის სრუტეში გავლა ფასიანი გახდება. შესაბამის კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტი უკვე განიხილავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, ალაედინ ბორუჯერდიმ განაცხადა, რასაც ირანული ტელეარხი, SNN ავრცელებს.

საფასურის ოდენობა, რომელსაც თეირანი ტრანზიტისთვის დააწესებს, ჯერ არ ცხადდება.

ბორუჯერდის თქმით, „კანონპროექტის მიღებით მალე ამ საზღვაო გზას ახალი სისტემა დაარეგულირებს და გემების უსაფრთხოება-მომსახურება კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახადებით იქნება უზრუნველყოფილი.“

მანამდე, 20 მარტს გამოცეამა, Lloyd's List წერდა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტისთვის გადასახადი დააწესა. გამოცემის ცნობით, ნებადართული გადამზიდავებისთვის „უსაფრთხო დერეფანი“ შეიქმნა, ხოლო ერთ-ერთმა ოპერატორმა ტრანზიტისთვის, დაახლოებით, 2 მლნ დოლარი გადაიხადა. ნებართვები თითოეული შემთხვევის მიხედვით გაიცემა. თუმცა, Lloyd's List, ასევე, წერდა, რომ ირანი ტრანზიტის ნებართვისთვის გემების რეგისტრაციით ფორმალიზებული სისტემის ამოქმედებას გეგმავდა.

ცნობისთვის: 25 მარტს ირანმა “მეგობარი” ქვეყნების, კერძოდ, რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, ჩინეთისა და პაკისტანის გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეში მსოფლიო ნავთობის, კონდენსატისა და ნავთობპროდუქტების 15-20%, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის 30%-ზე მეტი გადიოდა. სრუტის გავლით ყველაზე მეტ ნავთობს შემდეგი ქვეყნები ყიდიან: საუდის არაბეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თავად ირანი, კუვეიტი და კატარი, ხოლო მსხვილი შემსყიდველი ქვეყნები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები და აშშ.

111