janmedi
ავერსი ნემო

30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია. 

კახეთში ყურძნის მოსავალი 9 ათასამდე მევენახემ დააბინავა. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

127