ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ველური ვაზის შესწავლის მიზნით საველე ექსპედიციები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევები განხორციელდა მესხეთის, რაჭის, ლეჩხუმის, იმერეთის, ქართლისა და კახეთის მევენახეობის ზონებში.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ნორვეგიული კომპანიის „Gvino AS“ ორგანიზებით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ისტორიულ შენობაში „Gamle Logen" ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881004 კაცი) - კაცი.
23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.