სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შედეგები ცესკო-ს თავმჯდომარემ ვაანგ ომაკიმიანმა წარადგინა.
მედიის ინფორმაციით, ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537-ს შეადგენდა, მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 410-მა ადამიანმა. ბათილად გამოცხადდა 22 ბიულეტენი.
ხმები ასე გადანაწილდა: სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ მოიპოვა 330 ხმა, ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ და პარტიამ „ერთიანობის ფრთები“ 13-13 ხმა, ბლოკმა „სომხეთი“ კი რვა ხმა.