ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.
თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.
ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს - წერს UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, ილია თოფურია Instagram-ის "სთორიში".
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 სამართალდამცველი დაშავდა.
მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელი წერილით მიმართავენ და ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ესტონეთი, ლიეტუვა და ლიეტუვა], იმ პირების მიმართ, ვინც საქართელოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი პირისდაკავების შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა.