ევროკავშირმა უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს.
პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰიპერმარკეტი "გორგია" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, ისე მათაც შეეზღუდათ გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია და მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში.
"გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.
მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია.
ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია" - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" გორგიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განუცხადა, მარაგში არსებული პროდუქცია ხელმისაწვდომია მათი თანამშროლებისთვის.
"ჩვენს მარაგში არსებულ პროდუქციას, რომელიც შესაძლოა ადამიანებს გამოადგეთ თავის დასაცავად აქციაზე, უსასყიდლოდ ვაძლევთ ჩვენივე თანამშრომლებს", - განუცხადა "ბიზნესთაიმს" "გორგიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინი ოქროპირიძემ.
საქართველოს IT სექტორში დასაქმებული ადამიანები "ქართული ოცნების" მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.