2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.
როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.
სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.
ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.
2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808 მილიონ ლარს.
რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო მოხელეებმა, შესაძლოა, მობილობით ვეღარ ისარგებლონ. შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი.