ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს , - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი - ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძე ირაკლი კობახიძესთან თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ეს განცხადებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი იქნებიან იმ ბიზნესების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა - ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.