მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით , მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები აშენდეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 751 PCR ტესტით.