"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებული დოკუმენტის ქართულ თარგმანიდან ნათელი ხდება, რომ მოლაპარაკების პროცესი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს და ამა თუ იმ პრობლემის განხილვა შესაბამის არგუმენტაციას უნდა ეფუძნებოდეს.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე~ის განცხადებით, ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათები განიხილება, მათ შორის კომენდანტის საათზე.
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა.
ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის 42-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მომხდარის გამო დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა.
დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებით შესწავლაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს ან აქვს თუ არა საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განუცხადა.
კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა.
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია „ენკას“ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.