დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე~ის განცხადებით, ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათები განიხილება, მათ შორის კომენდანტის საათზე.
"ორჯერადად აცრილებისთვის, როცა გარკვეულ კუმულაციურ ეფექტს მივაღწევთ, რა თქმა უნდა, განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამისი შეღავათები. იქ საუბარია და გვქონდა წარდგენილი კომენდანტის საათთან მიმართებით, მოგზაურობასთან მიმართებით და სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.