ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდებას შპს „ვანილა ივენთი“ უზრუნველყოფს.
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობის ინფორმაციით, 22 ივლისს, ზუგდიდში, აგრიჯორჯიას (ფერეროს თხილის კომპანია) საწარმოში თხილის მწარმოებელთა დღე გაიმართება.
თბილისის მერია დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტრამვაის ინფრასტრუქტურული პროექტის გამარჯვებული კომპანია.
N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ დედაქალაქში ტრამვაის ხაზის გაყვანის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“.
ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ.