janmedi
ავერსი ნემო

ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა მდინარე ტუმენზე პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ინფორმაციას „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეები აღნიშნულს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის თქმით, ახალი ხიდი ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განავითარებს, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„დარწმუნებული ვარ, საზღვრისპირა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება ვაჭრობის, ეკონომიკის, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ძლიერ იმპულსს მისცემს“, – განაცხადა მიხაილ მიშუსტინმა.

ცნობისთვის, ახალი საავტომობილო ხიდი 1959 წლის კორეის ომის შემდგომ ამოქმედებული სარკინიგზო ხიდის, „მეგობრობის ხიდის“ მახლობლად გაიხსნა.

84