gorgia
ავერსი legi

10 დღის განმავლობაში არაგვის ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (თბილისი–სენაკის მიმართულება) დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთება მიმდინარეობს.

„სამუშაოების გამო, 2025 წლის 2 დეკემბრიდან, 10 დღის განმავლობაში ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება ისიც, რომ არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა, რომლის სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება.

107