ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისს ნიშნავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამდენი იქნება სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი სხვადასხვა კატეგორიის პაციენტისთვის.
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5299 ლარი ეღირება, ევრო – 2.7599 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1459 ლარი.
გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გამოწვევების შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს.