როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება
თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა - Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი.
Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას.
Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს შუამავალი რგოლისაგან ათავისუფლებს.

„თიბისი, როგორც ბაზრის ლიდერი, ორიენტირებულია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ბიზნესებს გამარტივებული და სანდო საოპერაციო გადაწყვეტები შევთავაზოთ, მათ შორის, ფულის მოძრაობისა და გადახდების მიმართულებით. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესებისათვის ალტერნატიული გადახდების სისტემის იმპლემენტაციას, რაც მათი ტრანზაქციების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. ინოვაციებისა და დიჯიტალიზაციის დანერგვით ჩვენ განვაგრძობთ ტრანზაქციების გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას“. - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა
„ვამაყობთ, რომ Visa B2B Connect პლატფორმას ჩვენს პარტნიორთან თიბისი ბანკთან ერთად ვავითარებთ. გვჯერა, რომ ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივი დანერგვით, კორპორაციულ კლიენტებს, ბიზნესებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანზაქციების განხორციელებაში დავეხმარებით. ჩვენი მიზანია, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ინოვაციებსა და გადახდების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში“.- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, კავკასიაში Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა.
ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა.
(რ)
დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ზუმერი ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს, ბინებს გადასცემს.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი.
სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე რეგიონის ქვეყნების დახმარების პროცესში და აღნიშნა, რომ დღეს, გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, ADB-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების რეფორმების განხორციელებაში.
ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც აზიის განვითარების ბანკის, ისე განვითარების სხვა პარტნიორების მთავარი პრინციპები უნდა იყოს მოქნილობა და გადამწყვეტი მოქმედება სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ.
მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები იძლევა მყარ საფუძველს, გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.
„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის პორტფელიც, დაახლოებით, 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ADB-სთან ერთად სამომავლო თანამშრომლობა წარიმართება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგო უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, მწვანე და განახლებადი წარმოება, ასევე, დაკავშირებადობა, ელექტროგადაცემა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საავტომობილო გზები და ციფრული ინფრასტრუქტურა, კორპორატიული მართვის რეფორმირება, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში და სხვა. დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას კრიზისიდან გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია ყოველწლიური შეხვედრის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც მმართველები იხილავენ და ამტკიცებენ ბანკის საქმიანობასთან, ფინანსურ და ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რეგულაციებსა და ანგარიშებს.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ეს ყველას დამსახურება იქნება.