ნუტრიმაქსის ისტორია 2009 წლიდან იწყება. როდესაც, ქართულ ბაზარზე, ჯერ კიდევ არ არსებობდა წვდომა ცხოველთა და ფრინველთა მაღალხარისხიან საკვებსა და საკვებ დანამატებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა შექმნილიყო ნუტრიმაქსი - ევროპული სტრანდარტების პირველი მასშტაბური წარმოება საქართველოში.
ნუტრიმაქსი მაღალტექნოლოგიური და ყველაზე მძლავრი საწარმოა საქართველოში, რომელიც, წელიწადში 60 000 ტონამდე საკვებს აწარმოებს. რამდენიმე ადამიანით დაწყებული საქმე, დღეს 120-მდე თანამშრომელს აერთიანებს.
გაფართოებისა და ახალი ბაზრების ათვისებაზე ფიქრის პარალელურად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, დაიწყო კომპანიონი ცხოველების საკვები და საკვები დანამატების ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელშიც 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ივნისში ოფიციალურად გაიხსნება.
ორმხრივი ნდობით, მოქნილი გადაწყვეტილებითა და კომფორტული ურთიერთობით შეთანხმება ნაყოფიერი გამოდგა. აღნიშნული პარტნიორობა კი მხარს უჭერს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.
„ბაზისბანკსა და ნუტრიმაქსს შორის პარტნიორობა 2021 წლიდან იწყება. განვიხილეთ საქართველოში პირველი მასშტაბური საწარმოს გაფართოების იდეა, დავინახეთ პროექტის ზრდის პოტენციალი და ბიზნესის განვითარების რეალური პერსპექტივები. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში, ახალი საწარმო აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა. შედეგად კი ნუტრიმაქსი პროდუქციას აწარმოებს როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გაიტანს ექსპორტზე. ნუტრიმაქსი არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა დაიგეგმოს და განვითარდეს ბიზნესი საიმედო ფინანსურ პარტნიორთან ერთად.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
ბაზისბანკის და ნუტრიმაქსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია .
(რ)