საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა.
ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად.
21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.
დღეს, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე N40-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
ბბ დაზღვევის პარტნიორობით და საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით, „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გაიმართა.