საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, კიდევ რამდენ ხანს დარჩება რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა ძალაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, კომპანია მზადაა, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, მაგრამ გარკვეული პირობით.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 16 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობის გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
23, 24 და 25 ივნისს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 სთ-დან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს,