ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები, რაშიც თურნავას განცხადებით, მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, დიდი როლი სებ-ის სწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეასრულა.
„ამ კუთხით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია, ხასიათდება დაღმასვლით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი როგორც დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუცია, ისევ ასე გააგრძელებს საქმიანობას და ადეკვატურ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.
როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.