საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d’Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონული ჯგუფის შეხვედრაზე შავ ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.
საქართველო ორი წლის ვადით, 2023 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სემეკმა სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.5 პროცენტით გაიზარდა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შენობაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.