სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება - 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3 136 ტონა), სომხეთი (480 ტონა) და ბელორუსში (20 ტონა).
რა რაოდენობის ატამი გაიყიდა საქართველოდან მაისიდან დღემდე?
491
|