საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი.
აზიის განვითარების ბანკმა 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლად თბილისი, საქართველო დაასახელა. ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება. საქართველო პირველად უმასპინძლებს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას.
2023 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 127.1 პროცენტით მოიმატა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.
კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია, – ამის შესახებ პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.