31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 856.7 მლნ ლარს მიაღწია,- ამის შესახებ დეკემბრის თვის საინვესტიციო შედეგების მიმოხილვაში წერია.
საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია, დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.