დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ეს გადაწყვეტილება მოსკოვზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას.
"ზომები, რომელიც ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებსა და გულში დაარტყამს პუტინის ომის მანქანას. ჩვენ ბოლომდე უნდა შევწყვიტოთ პუტინის რეჟიმის დაფინანსება. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ", - თქვა ჯონსონმა.