უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რამდენიმე ბიზნესმენისგან, მათ შორის რომან აბრამოვიჩისგან, იყო გზავნილები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის განმარტებით, ასევე საუბარი იყო ბიზნესმენების მიერ საკუთარი ბიზნესის უკრაინაში გადმოტანასთან დაკავშირებით სანქცირებულთა სიიდან ამოღების სანაცვლოდ.
"რომან აბრამოვიჩისა და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენისგან იყო გზავნილები: "დავეხმაროთ, რამე გავაკეთოთ". ზოგიერთი მათგანი მზად იყო ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში დაგვხმარებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ მზად არიან ფული მოგვცენ და ბიზნესი გადმოიტანონ უკრაინაში. ისინი ამბობენ, რომ ცხოვრებენ ინგლისში, შვეიცარიაში, ეს ბიზნესმენები კითხულობენ - შესაძლებელია თუ არა, რომ აღარ იყვნენ სანქცირებულთა სიაში. ჩვენ მივიღეთ ყველა ეს გზავნილი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.