
სამმხრივი მოლაპარაკებები ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობით დასრულდა.
პოტოცკის ისტორიულ სასახლეში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა.
მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი და პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიურად დასასრულებლად.