რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტს უპასუხა შეკითხვაზე:– რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ.
„ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. – განაცხადა მედვედევმა.
მან ასევე ისაუბრა, ხუთშაბათს ლუგანსკის ვიზიტზე, სადაც მისივე თქმით, განეხილა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ე.წ. ც მისისადა„ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ და სხვა „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დასაცავად.
მედვედევმა თქვა, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასვლა არ შეშინებია.
“ეს მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი", - აღნიშნა მედვედევმა.