რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ფრაქცია "სამართლიანი რუსეთის" ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან ანტონ კრასოვსკისთან გადაცემა "ანტონიმებში" ისაუბრა:
"უნდა დაიბომბოს ის ადგილები სადაც არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, სადაც არის ზელენსკი, გენერალიტეტი..."-განაცხადა მირონოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რა მოხდება თუ დაბომბის დროს ზელენსკი მოკვდება, აგრესორი მირონოვიმა უპასუხა - "ჯანდაბამდე გზა ჰქონია,"
წამყვანის დამატებით შეკითხვაზე, მაშინ ვის უნდა მოელაპარაკოს რუსული მხარე, მირონოვმა უპასუხა, რომ მოსალაპარაკებელი არც არავისთანაა.