უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს.
"ყოველივე იმის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს - აღიქმებოდეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და სხვათაშორის, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს.
მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხი ევროკავშირში განხილვის ოფიციალურ დონეზე მიიტანეს.
უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ", – განაცხადა ზელენსკიმ.