პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი საჩუქრად მიიღეს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა.
ანდრეი კასიანოვმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისი ქვეყნისთვის არა ავანსი, არამედ თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.
კასიანოვმა უკრაინის პრეზიდენტის ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი პოზიტიური შედეგის მისაღწევად ევროპელ ლიდერებთან აქტიურად თანამშრომლობდა და საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტის გარდა, ყველა ევროპული ქვეყნის პარლამენტში სიტყვითაც გამოვიდა.
"უკრაინისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, ეს ავანსი ან წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მიდიოდა. ამისთვის, უკრაინელი ერი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე,თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლების დასაცავად გამოვიდა. 120 დღეზე მეტია, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ.
გუშინდელი პოზიტივი უკრაინის მთავრობა ბევრი იშრომა. პრეზიდენტი პირადად შეხვდა, ევროპული ქვეყნების ლიდერებს, სიტყვით გამოვიდა ბევრი ქვეყნის პარლამენტში, გარდა უნგრეთისა და საქართველოსი. ჩვენ გვაქვს სრული გაგება, რომ იმ ამოცანების შესრულება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს სჭირდება არა ევროკავშირს, არამედ ჩვენს ხალხს. უკრაინას უკვე შეაქვს თავისის წვლილი ევროპული ოჯახის გაძლიერებაში " - ამბობს ანდრეი კასიანოვი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშილმა, დღეს გაამართულ ბრიგინგზე თქვა, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუისის მინიჭება წამახალისებელი საჩუქარია.